რუსეთის მიერ წარმოებული სისასტიკის შეჩერება რა თქმა უნდა საჭიროა. აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ადგილობრივი მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსეთის ახლანდელი საქციელი ფაშისტური გერმანიის საქციელს გავს.
„ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც არაფერს არ აქცევს ყურადღებას, რომელიც იტყუება, რომელსაც ღიად შეჰყავს ჯარი ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, ეს კი სერიოზული საერთაშორისო დარღვევაა.
ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელმაც ისე დაიწყო მოქცევა, როგორ ფაშინსტურმა გერმანიამ ან სტალინმა 1938-1940 წლებში.
ახლა ევროპის ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსათვის ხდება პოსტიმპერიული ამბიციების დემონსტრირება და რა თქმა უნდა მსოფლიოს ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს. და ამას გმობს არა მხოლოდ ევროპა და აშშ, არამედ ჩინეთიც, რომელიც ყოველთვის მეგობრულად იყო განწყობილი პუტინის რეჟიმის მიმართ",_ აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ წარმოული სისასტიკის შეჩერება აუცილებელია.
„ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა გმობს აგრესიის ამ ფაქტს და რა იქნება შემდეგ? საჭიროა თუ არა ამ სისასტიკის შეჩერება? - რა თქმა უნდა საჭიროა.
თუ დასავლეთი 21-ე საუკუნეშია, მაშინ რუსეთის ახლანდელ საქციელს მე გასული საუკუნის შუა წლებს მივაკუთვნებდი',_ აცხადებს გრიბაუსკაიტე.