იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ბრალის მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. როგორც ჟურნალისტებთან წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა იუსტიციის სამინისტრო პროკურატურისგან დამოუკიდებელი ორგანოა, შესაბამისად, დათა ახალაისთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
,,რაც შეეხება პროკურატურის ქმედებებს, პროკურატურა დამოუკიდებელია იუსტიციის სამინისტროსგან და ის, თუ რა ტიპის ქმედებებს გეგმავს კონკრეტული გამომძიებელი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ეს არ არის ის თემა, რაზეც მე შეიძლება რაიმე შეპასუხება გავაკეთო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოუხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში, ჯერჯერობით, განმარტებას არ აკეთებენ.