უკრაინული საზღვრების გასწვრივ, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მონიტორინგისათვის, პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტოირიაზე ნატოს თანამედროვე თვითმფრინავ-მზვერავები დაიწყებენ კურსირებას, რომლებთაც ალიანსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დაიცავს. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში გაკეთდა.
ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ იქნა მიღებული.
ნატოს ბლოკმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთსა და რუმინეთში განათავსებს სადაზვერვო თვითმფრინავებს უკრაინაში შექმნილი კრიზისის მონიტორინგისათვის.
ნატოს მხრიდან განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც რუსეთმა გააძლიერა კონტროლი ყირიმზე.