ვარკეთილში, 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს, ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ექიმების განცხადებით, დაჭრილ ირაკლი მარაქველიძეს დაზიანებები გულმკერდის, სახისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაში კი, თვითმხილველთა დაკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული.