რუსეთის დუმა 21 მარტს ყირიმის მიერთების შესახებ საკითხის განხილვას აპირებს.
„კანონპროექტის განხილვა დუმაში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლას ითვალისწინებს 21 მარტს იგეგმება",_ განაცხადა დეპუტატმა „ედინაია როსიადან" ვიაჩესლავ ნიკონოვმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„17 მარტამდე შენიშვნები და გაგზავნები იქნება, ხოლო 21 მარტს კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგშია შეტანილი",_ განაცხადა მან დუმის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები