დღეს, 11 მარტს 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გიწვევთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც საკონცერტო ვერსიით შესრულდება ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბალ-მასკარადი".
ოპერის თეატრის გუნდს და სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს ზაზა კალმახელიძე. მთავარ პარტიებს იმღერებენ თეატრის სოლისტები: გიორგი მახარაძე (გრაფი რიკარდო), სულხან გველესიანი (რენატო), მაყვალა ასპანიძე (ამელია), ელენე ჯანჯალია (ულრიკა), ლიანა კალმახელიძე (ოსკარი), გოჩა დათუსანი-ჯიღაური (სილვანო), ვანო გალუაშვილი (სამუელი), ტარიელ ჭიჭინაძე (ტომაზო), თამაზ საგინაძე (მსაჯული).
ამავე დღეს, 11 მარტს 19 საათზე თეატრის საბალეტო დასი გრიბოედოვის თეატრში წარმოადგენს ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამოს. შესრულდება „შოპენიანა" (ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებების მიხედვით, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია), PETIT MORT და SECHS TÄNZE (ირჟი კილიანის ქორეოგრაფია). სოლისტების ამპლუაში წარსდგებიან: რიო კატო, ეკატერინე სურმავა, ნინო სამადაშვილი, ნუცა ჩეკურაშვილი, ლანა მღებრიშვილი, მაია ილურიძე, ნატა რიგვავა, თამთა ბახტაძე, უილიამ პრატი, გიოგრი მშვენიერაძე, ფილიპ ფედულოვი, მორის მესხია, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი, სოფო ფანცულაია, ნინო ცხვედიანი, ეკატერინე ლომინაძე, გიორგი ჩხაიძე.