უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 17 ან 21 მარტს მოეწერება. განცხადება ამის შესახებ, მან ტელეარხ „1+1" ეთერში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „LB.ua." ავრცელებს.
„უბრალოდ აუცილებელია ტექნიკურად მოვილაპარაკოთ დღეზე, ეს როდის შეიძლება ამის გაკეთება. ფაქტიურად ამის გაკეთება 17 მარტს შეიძლება, ევროკავშირის სამიტი როდესაც იქნება, ან 21 -ში",_ განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.