ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „დოჯდი" ავრცელებს.
სანქციების შემოღება იმ შემთხვევაში იგეგმება თუ მოსკოვისა და კიევის დიალოგი დადებით შედეგებამდე რა მივა. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა და დიპლომატიის ხელმძღვანელმა ქეტრინ ეშტონმა გააკეთა.
რამდენიმე ხნის წინ მსგავსი განცხადება ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ჰერმან ვან რომპეიმაც გააკეთა.