აშშ ყირიმში მხარის სტატუსის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ჯეფრი პაიეტმა გააკეთა.
„აშშ არ არის მზად აღიაროს ე.წ. რეფერენდუმის რაიმე სახის შედეგი, რომელიც ექვსი დღის შემდეგ უნდა გაიმრთოს",_ განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, აშშ ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი 16 მარტს ყირიმში უნდა გაიმართოს.
უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე განაცხადეს, რომ რეფერენდუმი უკანონოა.