უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. სახალხო თავდაცვის რაზმებმა ყირიმში სამხედრო ჰოსპიტალი ჩაიგდეს ხელში. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ექიმები პაციენტებს ვერ ეხმარებიან.
„დღეს დაახლოებით 20 აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ ე.წ. ყირიმის თავდაცვის რაზმებიდან სიმფეროპოლში მდებარე სამხედრო კომისარიატი ჩაიგდეს ხელში",_ იუწყება თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ჰოსპიტლის ხელმძღვანელი მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი, სამედიცინო პერსონალი კი ბლოკიებულია.
ამჟამად ჰოსპიტალში 20 მძიმედ დაავადებული მკურნალობს, რომელთაგან ერთი რეანიმაციაშია. ექიმები მათ ვერ ეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები