13 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „ქსნური ფოლკლორი - ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან" გაიმართება.
გამოიფინება ქსნის ხეობის ყოფაში შემორჩენილი ხალხური რეწვის ძველი და ახალი ნიმუშები: კერამიკა, ფარდაგი, სპილენძის ნაკეთობანი და ხის მხატვრული დამუშავების ნიმუშები. ექსპოზიცია გაფორმდება შესაბამისი ფოტომასალით.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები მოძიებულია ქსნის ხეობის სოფლებში: ცხავატი, ლარგვისი, მშველიეთი, ხარბალი, ქარჩოხი, ჭორჭოხი, იკოთი, დადიანეთი, ჩიტიანი, ალევი, საძეგური, კორინთა, მორბედაანი.
გამოფენაზე ქსნის ხეობის უშორესი სოფლებიდან მოწვეული უხუცესი ოსტატები გააცოცხლებენ ადგილობრივ ყოფას: ტრადიციულ მოგვზე ამოიყვანენ ცხავატურ კერამიკას; 83 წლის მაშო გოგაშვილი ტრადიციულ დაზგაზე მოქსოვს ფარდაგს; საძეგურელი სახალხო მთქმელი და მეგარმონე თამარ ელოშვილი გარმონზე დაამღერეს საკუთარ ლექსებს. ასევე იმღერებს ახალგორის ვაჟთა ანსამბლი „ლომისი".
ღონისძიების ორგანიზატორია: გამგეობა.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ სიძველეთა კვალდაკვალ". მხარდამჭერი: ახალგორის მუნიციპალიტეტი.
გამოფენა გაგრძელდება 27 მარტამდე.