ხვალ, 11 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემურ თეატრში სპექტაკლის ,,მალე მოვალ წვიმად...'' პრემიერა გაიმართება.
ნიკო გომელაურის ლექსების მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო თარხან-მოურავი, ნინო მაყაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, დათო დარჩია, ზაზა ბარათაშვილი, დათუნა გოცირიძე, ნიკა ქაცარიძე, ნათია კვაშალი, თამთა ინაშვილი და ნინო კასრაძე. მსახიობები ნიკო გომელაურის ლექსების პერსონაჟებს განასახიერებენ.
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები ასევე 12,18,19 და 23 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები