საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ საკითხებზე ცოდნას პროკურატურის სისტემაში აიმაღლებენ. მოხდება მათთვის პროკურორთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარებს ჩაუტარებენ, ასევე გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით პროკურატურის სისტემაში პრაქტიკას გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები