ყირიმის პარლამენტის დათხოვნის საკითხი რადაში მიმდინარე კვირას გადაწყდება. განცხადება ამის შესახებ პარტია „უდარის" თავმჯდომარემ ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.
„მიმდინარე კვირას რადაში ყირიმის პარლამენტის დათხოვნა იქნება ინიცირებული. დღეს შემათანხმებელი საბჭოს სხდომა გვექნება და ამასთან დაკავშირებით თქვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გექნებათ",_ განაცხადა კლიჩკომ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.