სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე 7 სპეცრაზმელის ეპიზოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე მსჯელობს.
შესაძლოა, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღესვე იქნას მიღებული
ბრალდების მხარემ უკვე წაიკითხა დასკვნითი სიტყვა. დღეს კი დასკვნითი სიტყვით ადვოკატები წარსდგებიან.
საქმე ეხება შვიდი სპეცრაზმელის ეპიზოდს, რომელშიც საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უდანაშაულოდ სცნო. თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა ასაჩივრებს.
ახალაიას ადვოკატს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის განაჩენს ძალაში დატოვებს.