საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დამტკიცდა.
სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით დღესვე წარედგინება ნატოს მხარეს, რის შემდეგაც მარტში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ნატოსთან ერთად განიხილავენ აღნიშნულ დოკუმენტს.
საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს.
შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას შეუწყობს ხელს