12 მარტს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვარშავაში გაემგზავრება სადაც მთავრობის მეთაურთან დონალს ტუსკთან უკრინაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.
განცხადება ამის შესახებ, პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა მალგოჟატ კიდავა ბლონსკამ გააკეთა.
„კანცლერი პოლონეთში იქნება და ამ თემას მთავრობის მეთაურთან განიხილავს",_ განაცხადა პრესმდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ვითარება ძალიან სწრაფად ვითარდება და პოლონეთში მას ყურადღევბით ადევნებენ თვალს.
„უკრაინაში განვითარებადი მოვლენების დინამიკა ძალიან სწრაფია და ძალიან ძნელია გათვალო თუ რა იქნება. პოლონეთი ყურადღებით აკვირდება ყველაფერს და სწრაფად რეაგირებს",_ აცხადებს პრესმდივანი.