რუსმა სამხედროებმა უკრაინული სარაკეტო ნაწილი განაიარაღეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება ჩერნომორსკოეში სარაკეტო ნაწილში მხოლოდ ორი უკრაინელი ოფიცერი დარჩა, ისინი იარაღს იცავენ. განცხადება ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედიაცენტრის უფროსმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„დაახლოებით 200 რუსი სამხედრო სარაკეტო ნაწილში მივიდა და იერიშის მუქარით სამხედრო ნაწილში შევიდა, განაიარაღა ყველა სამხედრო, მათ შორის დაცვა. მოსთხოვეს მათ იარაღი ჩაებარებინათ საწყობში და დაელუქათ.
ამის შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინელ სამხედროებს სამხედრო ნაწილი დაატოვებინეს. იქ მხოლოდ ორი ოფიცერი დარჩა, რომლებიც იარაღს იცავენ",_ განაცხადა სელეზნიოვმა.
მასალის გამოყენების პირობები