უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად თებერვალში „ბორისპოლის" აეროპორტი 30 %-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის თებერვალში „ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტი 2013 წლის თებერვალთან შედარებით 30 %-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
აეროპორტის ინფორმაციით, თებერვალში „ბორისპოლის" მომსახურებით საერთაშორისო რეისებზე 401,4 ათასმა ადამიანმა, ხოლო შიდა რეისებით 50,7 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. იმავდროულად, თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით, ავიარესისების რაოდენობა 36 %-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ „ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს აეროპორტს, რომელზეც ქვეყნის გადაყვანების 50 %-ი მოდის. „ბორისპოლის" აეროპორტიდან გადაყვანებს 50 -ზე მეტი ავიაკომპანია ახორციელებს, რომლებიც 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავენ. „ბორისპოლი" ქვეყანაში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც დიდმაგისტრალურ ფრენებს ემსახურება