საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაგაიმართა, სადაც 2014 წლისწლიურიეროვნულიპროგრამა (ANP)დამტკიცდა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერითდღესვე წარედგინებანატოს მხარეს, რის შემდეგაც მარტში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ნატოსთან ერთად განიხილავენ აღნიშნულ დოკუმენტს.
საქართველოწლიურეროვნულპროგრამას (ANP) 2009 წლიდანახორციელებსდამას ნატო-შიგაწევრიანებისინსტრუმენტადგანიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტიასახავსიმმნიშვნელოვანრეფორმებს, რაცსაქართველოს NATO-სსტანდარტებთანმაქსიმალურადდაახლოვებასშეუწყობსხელს.
მასალის გამოყენების პირობები