უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის იური პროდანის პროგნოზით, იანვარ-ივლისში რუსული გაზის ფასი 1000 კუბ/მ-ზე 368,5 დოლარი იქნება.
„რუსეთისგან ჩვენ მეორე კვარტალში ფასს 368,5დოლარს ველოდებით"- განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ფასი იმ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომელიც 2009 წელს მხარეებს შორის გაფორმდა და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასზეა დამოკიდებული.
პროდანიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა „გაზპრომის" ვალის დაბრუნებასაც განაგრძობს. მისი ინფორმაციითვე, 3-7 მარტს „გაზპრომისთვის" იანვრის დავალიანების გადარიცხვაც განხორციელდა, საუბარია 100 მლნ დლარზე.