რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალიენტინა მატვიენკო აპირებს მხარი დაუჭიროს ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხს. მატვიენკო ასევე აცხადებს, რომ ყირიმის პარლამენტს აქვს უფლება ჩაატროს რეფერენდუმი.
ყირიმში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას 16 მარტს აპირებენ. ყირიმის პარლამენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება გააუქმა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თუმცა ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლება რეფენრენდუმს მაინც ჩაატარებს. 21 მარტს კი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს რუსეთის საკანონმდებლო ორგანიში განიხილავენ.