რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრა ყირიმში საფრთხეს უქმნის ევროპის ყველა ქვეყანას და ნატოს მოკავშირეებს. აშშ მკაფიო გზავნილს უგზავნის რუსეთს იმის შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ საფრთხეებს. ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა მარტიმ დემპსიმ განაცხადა.
ნატოს საიტის ინფორმაციით, მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რათა დარეგულირდეს ვითარება.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ესაებრა რუს კოლეგებს და უკრაინას და ნატოს წევრებს მიაწოდა მკაფიო გზავნილი, რომ აშშ მზად არის „აუცილებლობის შემთხვევაში პასუხი გასცეს სამხედრო მოქმედებებით".
დემპსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა ყირიმში საფრთხეს უქმნის ევროპას და ნატოს მოკავშირეებს.
„თუ რუსეთს აქვს უფლება გააკეტოს ეს... შეიჭრას სუვერენულ სახელმწიფოში უკრაინაში ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით, ეს რისკებს ქმნის ევროპისთვის იმ ადგილებში, სადაც აერის ეთნიკური ანკლავები", - განაცხადა გენერალმა.
მასალის გამოყენების პირობები