ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი თეირანში ჩავიდა.
ვიზტის ფარგლებში ეშტონი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
ეშტონი თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 2013 წელს გაეროს გენერალური ასამებლეის ფარგლებში, ოქტომბერში გამართული შეხვედრის დროს მიიწვია.