„სცენარი, რომელიც დღეს ყირიმში ვითარდება, ისეთივე სცენარია, როგორიც აფხაზეთსა და ოსეთში",_ ეს განცხადება დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი დეშიცამ გააკეთა.
„სცენარი რომელიც დღეს ყირიმში ვითარდება, ისეთივე სცენარია, როგორიც აფხაზეთსა და ოსეთშიმ, უბრალოდ რეაქციაა სხვა ამ სცენარზე.... და ჩვენ გვაქვს რა ეს გამოცდილება გამოვდივართ მოწოდებით არ მოხდეს რეაგირება რუსული მხარის პროვოკაციებზე",_ აცხადებს დეშიცა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინას ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭრა აქვს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე მოუწოდებს უკრაინელ სამხედროებს მომავალშიც არ აჰყვნენ პროვოკაციებს და „სიმტკიცე და სიმშვიდე შეინარჩუნონ".
„ჩვენმა ჯარისკაცებმა და მეზღვაურებმა სიმტკიცისა და ღირსების დემონსტრირება მოახდინეს. ამისათვის მათ მთელი მსოფლიოს აპლოდისმენტები მიიღეს",_ აცხადებს დეშიცა.