უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა აცხადებს, რომ უკრაინის პოზიცია არის ის, რომ ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის ტერიტორია.
განცხადება ამის შესახებ დეშიცამ დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის ტერიტორია. ჩვენ ყირიმს არავის არ მივცემთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრები ურყევი იყოს",_ განაცხადა დეშიცამ უკრანის პოზიცია ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში გამოიხატება.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე დაიღუპოს. ჩვენ ისედაც ბევრი მსხვერპლი გავიღეთ უკვე, ამიტომაც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ",_ განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.