კანადა რუსი მაღალჩინოსნების მიმართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სავიზო სანქციებს აწესებს. განცხადება ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა გააკეთა.
„კანადის მთავრობა ახორციელებს დამატებით ნაბიჯებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. სავიზო სანქციები წესდება იმ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ, რომელთა ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება",_ განაცხადა პრემიერმა, თუმცა კონკრეტულად ვის მიმართ წესდება სანქციები - არ კონკრეტდება.
მასალის გამოყენების პირობები