დღეს, ყირიმში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა უკრაინის ინიციატივით იმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სხდომაზე გარდა იმისა, რომ ყირიმში არსებულ სიტუაციას განიხილავენ ასევე მოუსმენენ რუსეთის წარმომადგენლებს.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით, ყველა ადრე ჩატარებულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე რუსეთის წარმომადგენლების გამოსვლა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ჩინეთმაც კი, რომელიც რუსეთის მოკავშირეა, რუსეთს მოუწოდა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.