შეიარაღებულმა პირებმა სიმფეროპოლში Associated Press-ის გადამღებ ჯგუფს კამერა წაართვეს. მათ ჟურნალისტების აპარატურას ფოტოები გადაუღეს და შემდეგ ჟურნალისტები ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამის შემდეგ შეიარაღებულმა ხალხმა ჟურნალისტები კედლისკენ სახით დააყენეს და შენობაში ორი საათის განმავლობაში ამყოფეს. მათგან არავინ დაშავებულა.
Associated Press-ი ყირიმის ხელისუფლებისათვის ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები