დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს 41 წევრმა დაამტკიცა. ორმა თავი შეიკავა. კენჭისყრაში საკრებულოს 43 წევრი მონაწილეობდა. ქვორუმი -24.
საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები 700 მილიონი ლარია, ხარჯი - 600 მილიონი ლარი.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა - 88 მილიონ 713 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება - 156 მილიონ 450 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 69 მილიონ 500 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა - 12,5 მილიონი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარება - 30 მილიონი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები - 186,673 მილიონი ლარი;
განათლება - 84 მილიონი ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამები - 50 მილიონი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოება - 23 მილიონ ლარი.