"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა - აკაკი მინაშვილმა და დავით დარჩიაშვილმა - აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ელჩებთან - ვაიდოტას ვერბა (ლიტვა), მარტინ ჰაგსტრომი (შვედეთი), სერგე სმესოვი (საფრანგეთი), რუსო რაზვანი (რუმინეთი) - პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა: უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და იმ პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც ხორციელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნების წინ.