კანონპროექტის პირველი მოსმენა, რომელიც გამარტივებული წესით საშუალებას იძლევა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგებლობაში შევიდეს დუმაში 21 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ეს თარიღი პირველი მოსმენისათვის რუსეთის დუმის კონსტიტუციური კანონმდებლობის კომიტეტმა დაასახელა", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ დუმის საბჭო ამ წინადადებას სამშაბათს განიხილავს.