ყირიმსა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის ბლოკირება, რის შესახებაც განცხადება უკრაინის ცესკომ გააკეთა, ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. ამომრჩეველთა სიები უკვე ადგილობრივ კომისიებშია. განცხადება ამის შესახებ ყირიმის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გრიგორი იოფემ გააკეთა, რომელიც რეფერენდუმისთვის მომზადების საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
„ადამიანები, რომლებიც ცესკოში მუშაობენ, რბილად რომ ვთქვათ ჭკვიანები არ არიან რადგანაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მათ არ ესმით, რომ ყირიმში არაერთგზის ჩატარებულა არჩევნები და ამომრჩეველტა სიების ასლები ადგილობრვი კომისიებში იმყოფება",_ აცხადებს იოფე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ყირიმის ხელისუფლებისათვის ამომრჩეველთა სიებისადმი წვდომა დროებით დაბლოკა, იმისათვის რათა 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას შეუშალოს ხელი.