ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თ. ცხადაიასა და თ. ქანთარიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"დაზარალებულის სახით მონაწილეობს. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება სს "ზუგდიდვაჭრობის" პრივატიზების ფაქტს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე უნივერმაღ „ენგურის" უძრავი ქონება მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
„სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის" ცნობილი არ არის მოცემულ შემთხვევაში ჰქონოდა თუ არა ადგილი მოწმეთა მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ იძულების ფაქტებს. აღნიშნულის დადგენა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას. რაც შეეხება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს", იგი იმოქმედებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.