ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტების ბრუნვაზე, იმპორტ-ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდება. აღნიშნული სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები კომიტეტის წევრებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო. ცვლილებების თანახმად, პირებს, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული აქვთ კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზია ჩაითვლებიან სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების ლიცენზიის მქონედ.
კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი ცვლილებები, მაგრამ კვორუმის არ არსესობის გამო მათ კენჭი ვერ უყარა. აღნიშნულ საკითხებს კომიტეტის წევრები მოგვიანებით მიუბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები