უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ყირიმის უმაღლესი რადის მიერ მიღებული დადგენილება 16 მარტს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გააუქმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა ხელი შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა და ის ძალა გამოქვეყნებისთანავე შედის.
ოფიციალური დოკუმენტი ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ინტერნეტ გვერდზეა გამოქვეყნებული.