რუსეთი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. განცხადება ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ახალი ამბების ცენტრი ავრცელებს.
ჩურკინის განცხადებით ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ მოსკოვი უკრაინის ახლანდეი ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
მოსკოვი არ აღიარებს უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ამიტომაც მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს",_ განაცხადა ჩურკინმა.