საქართველოს და თურქეთის ფოსტებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
„საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელობას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში PTT თურქეთის ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ოსმან თურალმა უმასპინძლა.
ვიზიტის მთავარ მიზანს ორ საფოსტო ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვის პერსპექტივა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ასევე განხილულ იქნა საოპერაციო პროცედურების გამარტივება, რაც სრულად მომხმარებელზეა ორიენტირებული.
გარდა საფოსტო საკითხებისა, მხარეები შეთანხმდენ სატვირთო გადაზიდვების სფეროსა და საფოსტო ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები