უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „Deutsche Welle" ავრცელებს.
„უახლოეს დღეებში ან უახლოეს კვირეებში",_ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევვოკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ.
ამასთან ერთთად მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახლანლედი მთავრობა ჯეროვან მნიშვნელობას ანიჭებს შეთანხმების ხელმოწერას.
გარდა ამისა, მერკელმა განაცხადა ასევე ის, რომ „შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის ნაწილთან დაკავშირებით შესაძლოა დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს იმ მიზნით, რომ რუსეთში უკრაინული ექსპორტის შესაძლო ნეგატიური შედეგები თავიდან იქნეს აცილებული".