F-16-ის ტიპის 12 საბრძოლო თვითმფრინავი და 300 ამერიკელი სამხედრო პოლონეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის აქტივიზაციის ფარგლებში პოლონეთში, მომავალ კვირას ჩავა. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა და აშშ-ს ელჩმა სტივენ რისმა გააკეთა.
„ეს რთული დრო მოითხოვს მოკავშირეებისაგან იმის დამტკიცებას, რომ უსაფრთხოების გარანტიები აქტუალურია. ამის საუკეთესო მაგალითი , სამხედრო თანამშრომლობის აქტივიზაციაა",_ განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ მოსაფიქრებელია, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რუსეთზე ზეწოლა იმისათვის, რომ ის ეუღოს ფარგლებში თანამშრომლობას დაუბრუნდეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავები F-16 ასევე ჩავლენ ლიტვაშიც.