აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას, კვლავინდებურად განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამამ პირადად აუხსნა პუტინს არსებული ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა რუსეთის, უკრაინელი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების გათვალისწინებით.
ობამამ ასევე გამოხატა მზადყოფნა გაგრძელდეს დიალოგი საგარეო უწყების ხელმძღვანელთა დონეზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ობამა პუტინის საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა გამოაცხადა სანქციების შემოღების შესახებ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან უკრაინის სუვერენტიტეტის დარღვევასთან.
მასალის გამოყენების პირობები