ევროპამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოძებნოს პოლიტიკური გზები უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად. ამის შესახებ ბრიულეში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„ეს არ არის კონფლიქტი მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის კრიზისი ევროპაში. ჩვენ გვესმის რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ საკითხზე განიხილება მრავალი ვარიანტი. ჩვენ პოლიტიკური გზა ავირჩიეთ, რომელიც დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ეს კონფლიქტი გადაიჭრას და განხილულ იქნას ვითარების სტაბილიზაციის გზები", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაუყონებლივ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
მასალის გამოყენების პირობები