აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუყონებლივ უნდა მოახდინოს გავლენა რუსეთზე და გააძლიეროს მის მიართ საერთაშორისო იზოლაცია, იმ აგრესიის გამო, რომელსაც აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა საკომიტეტო მოსმენისას - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში" - განაცხადა.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო იზოლაციის პარალელურად, აშშ-ის ფინანსთა სამინიტრომ უნდა უზრუნველყოს რუსეთის ბანკების, განსაკუთრებით სახელმწიფო და ოლიგარქების კუთვნილი საფინანსო დაწესებულებების, უკანონო საქმიანობის შესწავლა, კერძოდ მოპარული უკრაინული აქტივების მოძრაობის გადაადგილებაზე.
რაც შეეხება მოსკოვის ენერგეტიკულ ზეწოლას უკრაინაზე კონგრესმენმა ობამას ადმინისტრაციას შესთავაზა შეამციროს წინააღმდეგონები უკრაინაში ამერიკული ბუნებრივი გაზის ექსპორტის განსახორციელებლად.
მისი თქმით, ადმინისტრაციას ამის გაკეთება შეუძლია თავის უფლებამოსილების ფარგლებში, არსებული ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნით, რომელიც აფართოებს პუტინის უფლებებსა და შესაძლებლობებს.
როისმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის მიზანი არის არა მხოლოდ აგრესაზე რეაგირება, არამედ პუტინისთვის იმ მიმართულების მიცემა, რომელიც მას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ წაიყვანს.