საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ახალი ხელისუფლების მრჩევლად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გია ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია ჩაჰყავს.
განცხადება ამასთან დაკავშირებით, პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"მითხრეს, რომ უკრაინის შს მინისტრის მრჩევლად გია ბარამიძე მიჰყავთ, ასევე მითხრეს, რომ მრჩევლად მიჰყავთ ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია. ეს ძალიან მძიმე იქნება უკრაინისთვის, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ მათ ყველაფერი გაითვალისწინონ. ჩვენ მათი საქმეები გამოვცადეთ, კრიზისების დროს ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა არის თვითმკვლელობის ტოლფასი", - აცხადებს პრემიერი.