საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, იფიქროს ქვეყნის წარსულზე. როგორც ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, პროკურატურაში ათასობით ადამიანის სარჩელია შესული.
"წარსულზე ერთადერთი, რომელიც ფიქრობს, ეს არსი პროკურატურა, ის ვალდებულია იფიქროს მოსახლეობაზე. რამდენიმე ათასი საჩივარია შესული, ათასობთ ფაქტი არსებობს ქონებების მიტაცების, იმის, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების გატაცება, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება და შეფასება და ამას პროკურატურა აკეთებს. ჩვენ პირველი,რაც გავაკეთეთ, ეს იყო ამნისტია. ხალხს არ უნდა დაავიწყდეს და არც ავიწყდება, ივანიშვილი რომ არა, მძიმედ დასრულდებოდა პროცესები", - აცხადებს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები