ყირიმის რეფერენდუმი, იმ სახით, როგორადაც მის ჩატარებას აპირებენ ავტონომიის თვითგამოცხადებული ლიდერები, ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
„ყირიმის მომავალზე შემოთავაზებული რეფერენდუმი არღვევს უკრაინის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს. ნებისმიერ საუბარი უკრაინის მომავალზე, უნდა წარიმართოს უკრაინის კანონიერი ხელისუფლების მონაწილეობით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კრიზისის დაძლევის გზა, რომელიც პატივს სცემს როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე უკრაინელი ხალხის ინტერესებს.
ობამა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დამკვირებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ჩატარება უკრაინის ყველა რეგიონში.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება რუსეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის.
„რუსეთს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი უფლებები ყირიმში ბაზირებასთან დაკავშირებით, თუ შეასრულებს შეთანხმებებს და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა ობამამ და დასძინა, - „თუ საერთაშორისო სამართლის დარღვევა გაგრძელდება, აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია იქნება მტკიცე".
მასალის გამოყენების პირობები