დღეს, 7 მარტს, საკრებულო თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მერიამ დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს მეოთხედ წარუდგინა.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა საბიუჯეტო პროექტს გაეცნობა და მასზე მსჯელობას გამართავს.
უმცირესობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრება და ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს.
2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, 11 მარტიდან დედაქალაქი ფედერალური მმართველობის ფორმაზე გადავა, რაც მერიისა და საკრებულოსათვის უფლებამოსილების შეჩერებასა და თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას გულისხმობს.
მერის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დაასახელებს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.