დღეს, 7 მარტს, 12 საათზე მიცუბიში მოტორსის კორპორაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხუთ მიცუბიშის ინოვაციურელექტრომობილ I-Miev-ს გადსცემს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ, გამოიჩინა კეთილი ნება საქართველოს მთავრობის მიმართ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხუთ მიცუბიშის ინოვაციურელექტრომობილI-Miev-ს გადსცემს.
„ეს ფაქტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და იაპონიის ქვეყნებს შორის თანამეგობრობასა და სამომავლო ურთიერთობებს, რაც ჩვანი მხრიდან მისასალმებელია" - აცხადებს მიცუბიში მოტორს კორპორაციის წარმამადგენელი.
Mitsubishi I-MIEV-ი არის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო მანქანა, რომელსაც სავსე აკუმულატორით 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. I-MIEV-ის დატენვა ჩვეულებრივიდენის წყაროშია შესაძლებელი და ამას 7 საათი სჭირდება.
ელექტრომობილები საქართველოში მალე ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მის ეკოლოგიურობას კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა. 2015 წლის 1 მარტიდან ძალაში შევა კანონი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერებაზე, რაც ძველი ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით იქნა შემუშავებული საქართველოს მთავრობის მიერ.
გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ: იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნ ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორს კორპორაციის ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ბ-ნ კაჯი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მსურველებისთვის გაიმართება ტესტ-დრაივი.
მის:თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.მიცუბიში მოტორს ჯორჯიასავტოსალონი.