დღეს, 7 მარტს, 19:00 საათზე "თიბისი გალერეაში" კარენ ბლუმენტალის წიგნის„სტივ ჯობსი - სხვაგვარად მოაზროვნე" ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია.გაიმართება.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა", ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია „საბას" ელექტრონული წიგნების სახლში.
ფრაგმენტი წიგნიდან: "არც ინჟინერი იყო და არც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სამაგიეროდ, მუდამ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, ერთმანეთის მიყოლებით ყველასთვის სასურველ, ყველასთვის მისაღები დიზაინის მქონე პროდუქტს ქმნიდა.
არაორდინარულიც იყო, უხეშად მიმართავდა თანამოაზრეებს, კონკურენტებს და რეპორტიორებს. ყვიროდა მაშინ, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა. სხვების იდეების მითვისებასაც აბრალებდნენ. ამ დროს მომხიბვლელიც იყო, დახვეწილიც, მგრძნობიარეც, ძუნწიც. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი - ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ."