უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ კიევი მზადაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწეროს. ეს განცხადება მან ბრიუსელში ყოფნისას გააკეთა.
„უკრაინის ხელისუფლება ერთგულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და ჩვენ მზად ვართ მას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწერონ",_ განაცხადა მან.
ამას გარდა, უკრაინის პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.